მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ სამართალდამცველს ბრალი წარედგინა

ზუგდიდში ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ სამართალდამცველს ბრალი წარედგინა

Published on

ზუგდიდში ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ სამართალდამცველს დღეს ბრალი წარედგინა. ბრალდებულის უფლებადამცველის თქმით, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.  ბრალდებულის უფლებადამცველის ინფორმაციით ცნობილი ხდება ისიც, რომ დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს.

25 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია თუ როგორ ძალადობს პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ქალზე. გუშინ კი, საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...