მთავარისიახლეებისაზოგადოება"ბოტანიკური ბაღი ფასდაუდებელია" - აქცია ზუგდიდში

“ბოტანიკური ბაღი ფასდაუდებელია” – აქცია ზუგდიდში

Published on

ზუგდიდის მერიასთან სამოქალაქო მოძრაობა ,,სამეგრელოს ხმის” ორგანიზებით, ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით, რომელიც 1-ელი თებერვლიდან ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლას ფასიანს ხდის – საპროტესტო აქცია გამართა. აქტივისტებმა ადგილზე პლაკატები მიიტანეს, წარწერით ,,ნუ გვიზღუდავთ საზოგადოებრივ სივრცეს!” ,,ბოტანიკური ბაღი ფასდაუდებელია”.
ბოტანიკურ ბაღში შესვლა ამ დრომდე უფასოა, ფასიანი მომსახურების დადგენილება კი ადმინისტრაციამ აუდიტის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მიიღო. დასკვნა, რომელიც 2019-2020 წლებს მოიცავს, ნათქვამია, რომ 2020 წელს ბოტანიკურ ბაღში 6 მოლარე იყო დასაქმებული, რომელთა ხელფასებზე 50 ათასი ლარი დაიხარჯა. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ:
▪️ ომის მონაწილეები;
▪️ პენსიონრები;
▪️ საპატიო ზუგდიდელები;
▪️ ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული
მოზარდები;
▪️ საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და
მათთან გათანაბრებული პირები;
▪️ ოჯახები, რომელთა
სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100-000-ს

სიახლეები

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას მედიის დაშვების

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღადგინოს „სიენენის“, MS NOW-ისა და...

ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა – პაპუაშვილი აქციის მონაწილეებს

პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ - ხალხს, რომელიც უკვე თითქმის ორი წელია ქუჩაში დგაგან, შალვა პაპუაშვილმა...