პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს „დროას“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ სიჭინავა, რომელმაც ზუგდიდში პოლიციელის მხრიდან ქალზე ძალადობის კადრები სოციალურ ქსელში პირველმა გაავრცელა. სიჭინავა აცხადებს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს, თუმცა, არ აპირებს წყაროს დასახელებას, ვინც მას ეს ვიდეომასალა მიაწოდა.
ცნობისთვის, 25 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია თუ როგორ ძალადობს პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ქალზე. გუშინ კი, საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავა. დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება, რის შემდეგაც პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს
მარიამ სიჭინავა მოძალადე პოლიციელზე კადრების მიმწოდებელი წყაროს გათქმას არ აპირებს
Published on