მთავარისიახლეებიმსოფლიოკანადა უკრაინას სამხედრო და ფინანსურ დახმარებას გაუწევს

კანადა უკრაინას სამხედრო და ფინანსურ დახმარებას გაუწევს

Published on

კანადა უკრაინას სამხედრო და ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს. ამის შესახებ პრმეიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

კანადის ხელისუფლება გეგმავს, რომ სასწავლო მისია UNIFIER-ის სამხედროების რაოდენობა ორჯერ, 400-მდე გაზარდოს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისიის ხანგრძლივობა კიდევ 3 წლით გაზარდეს. UNIFIER-ის მისია უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება, გამოცდილების გაცვლითა და ერთობლივი სამხედრო სწავლებებით. კანადელი სამხედროები უკრაინაში გაგზავნილნი არიან, როგორც მრჩევლები და კონსულტანტები.

გარდა ამისა, კიევი მიიღებს არალეტალურ იარაღს, სადაზვერვო მონაცემებსა და დახმარებას კიბერთავდასხმების დროს. ამასთან, უკრაინა 39 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს.

“კანად რჩება უკრაინის მეგობრად და გააგრძელებს უკრაინის მთავრობასთან და რეგიონში სხვა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობებს”, – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

მან მოუწოდა რუსეთს, შეამციროს დაძაბულობა და ჩაერთოს შინაარსობრივ დიალოგში სიტუაციის მშვიდობიანი, დიპლომატიური გადაწყვეტის მისაღწევად.

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...