მთავარისიახლეებიმსოფლიოთუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის პროექტი წინ ვეღარ წავა -...

თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის პროექტი წინ ვეღარ წავა – პრაისი

Published on

რუსეთსა და გერმანიას შორის “Nord Stream 2”-ის მილსადენის პროექტი წინ ვეღარ წავა, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება – ამის შესახებ განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა NPR-თან ინტერვიუში გააკეთა.

“მინდა ვიყო ძალიან მკაფიო: თუ რუსეთი ამა თუ იმ გზით შეიჭრება უკრაინაში, “ჩრდილოეთის ნაკადი 2″ წინ არ წავა. მე არ ვაპირებ დეტალებში ჩასვლას, ჩვენ ვიმუშავებთ გერმანიასთან, რათა ის წინ აღარ წავიდეს”, – განაცხადა პრაისმა.

მას არ დაუკონკრეტებია, დათანხმდა თუ არა ამას გერმანია. ამასთან, უცნობია, ამერიკის მიერ დასახელებული შესაძლო ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მოიცავს თუ არა ამ მილსადენის პროექტს.

გერმანიის მთავრობა წინა კანცლერის პერიოდში ამტკიცებდა, რომ მილსადენი წმინდა კომერციული პროექტი იყო, ამჟამინდელმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა კი მას “კერძო სექტორის პროექტი” უწოდა.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...