მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციაში არის მოსაზრება, უკრაინის მხარდამჭერი ალტერნატიული რეზოლუცია მომზადდეს

ოპოზიციაში არის მოსაზრება, უკრაინის მხარდამჭერი ალტერნატიული რეზოლუცია მომზადდეს

Published on

ოპოზიციაში არის მოსაზრება, რომ უკრაინის მხარდამჭერი ალტერნატიული რეზოლუცია მომზადდეს. ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, ამაზე ოპოზიციამ უნდა მოილაპარაკოს.

“ნამდვილად არ გვინდოდა, რომ უკრაინის თემა რაიმე განხეთქილების ამბავი ყოფილიყო. მოვილაპარაკებთ. ჩემი პოზიცია და ჩვენი პოზიციაა ფრაქციაში, რომ საგარეო კომიტეტზე წარვადგინოთ ჩვენი შენიშვნები. საზოგადოებამ დაინახოს რა იყო აქ მთავარი და მნიშვნელოვანი. ასევე პლენარულ სხდომაზე მოვთხოვოთ, რომ რუსეთის ფედერაცია რეზოლუციაში შეტანილ იქნას.

რაც შეეხება ალტერნატიულ რეზოლუციას, ოპოზიციაში ასეთი მოსაზრებაც არსებობს. მაგრამ ჩემი პოზიცია არის ის, რომ უკრაინის თემა განხეთქილების პლატფორმად არ უნდა გადაიქცეს”, – ამბობს დეკანოიძე.

ქართული ოცნება და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთახმდა, რადგან  ქართული ოცნების მიერ შედგენილი  ტექსტის თავდაპირველ ვერსიაში რუსეთი ნახსენები იყო, თუმცა მოგვიანებით ოცნებამ ეს ნაწილი ამოიღო.

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...