მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთი წლებია, ევროპის უსაფრთხოებას ძირს უთხრის - ბორელი

რუსეთი წლებია, ევროპის უსაფრთხოებას ძირს უთხრის – ბორელი

Published on

ეს კრიზისი გასული წლის დეკემბერში არ დაწყებულა, რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას ძირს წლებია, უთხრის. მისი სამხედრო გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ყირიმში, დონბასსა და საქართველოში ძალა გამოიყენა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, კრიზისი არ არის მხოლოდ უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების წესრიგზე. რუსეთი ცდილობს, დროის უკან დაბრუნებას და გავლენის სფეროების აღდგენას.

„ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, ეს არ არის ამ საუკუნის კონცეფცია“, – განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესი კომისრის განცხადებით, ორგანიზაციას ორი პრიორიტეტი აქვს. დიპლომატია და შეკავება. ბორელის თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს, ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს აამოქმედებს.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...