მთავარისიახლეებისაზოგადოებათებერვლიდან ე.წ უსიმპტომო ადამიანების ე.წ. სისტემური ტესტირება უნდა შეჩერდეს - გამყრელიძე

თებერვლიდან ე.წ უსიმპტომო ადამიანების ე.წ. სისტემური ტესტირება უნდა შეჩერდეს – გამყრელიძე

Published on

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე NCDC-ის რეკომენდაციაა, რომ 1-ლი თებერვლიდან ე.წ უსიმპტომო ადამიანების ე.წ. სისტემური ტესტირება დროებით შეჩერდეს.

მისივე თქმით, ეს ინიციატივა არ ეხება სამედიცინო პერსონალს.

“ჩვენ შევედით წინადადებით საბჭოზე დღეს, რომ 1-ლი თებერვლიდან, დროებით, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შევაჩეროთ გარკვეული პერიოდით. იმიტომ, რომ ძირითადად გადავერთოთ მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანებზე. რა თქმა უნდა, სიმპტომიანი ადამიანები სასურველია, რომ გაიტესტონ, დადასტურდეს, რომ არის ინფექცია და იმოქმედონ მერე იმ ალგორითმით, რომელიც დღეს დადგენილია”, – თქვა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, ინიციატივა ეხება როგორც სწრაფ, ისე PCR ტესტირებას.

ე.წ სისტემური ტესტირება სხვადასხვა რისჯგუფებისთვისაა განკუთვნილი და მათ ორ კვირაში ერთხელ უტარდებათ.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...