მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურაა წარდგენილი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურაა წარდგენილი

Published on

ფრაქცია "ქართული ოცნების" დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძის წარდგენის შესახებ. თავად ზვიად კვაჭანტირაძის თქმით  მისი კანდიდატურა დღეს ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომამდე გამართულ კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე დამტკიცდა.

"პოლიტსაბჭომ მე წარმადგინა ამ თანამდებობაზე. რაც შეეხება პროცედურებს, უმრავლესობის პირველივე შეხვედრაზე ფორმალურად დამტკიცდება ეს გადაწყვეტილება", – განაცხადა კვაჭანტირაძემ. 

კვაჭანტირაძის კანდიდატურას ფრაქციამ მხარი დაუჭირა.ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე მისი კანდიდატურაც განიხილებოდა. 

გია ვოლსკის თქმით, ამ პოსტზე ასევე განიხილებოდა ივანე კიღურაძე და კიდევ ერთი-ორი დეპუტატი.
"სხვადასხვა კანდიდატურა სახელდებოდა, მათ შორის, ჩემზეც იყო საუბარი. თუმცა ფრაქციის ლიდერის პოზიცია მნიშვნელოვანი და რთულია. ასევე სახელდებოდა ვანო კიღურაძე და კიდევ ერთი-ორი დეპუტატი", – განაცხადა მან. 

"უმრავლესობის საკითხებში ყოფილ ლიდერს დავით საგანელიძეს საკმაოდ კარგი პოზიციები ჰქონდა. თუმცა უმრავლესობა მოისაკლისებდა საგარეო ურთიერთობებს, საერთაშორისო საკითხებზე მსჯელობას, მათ შორის, ადგილობრივ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან. ეს მიმართულება იქნება მთავარი უმრავლესობის ახალი ლიდერისთვის, რომელსაც საკმაო გამოცდილება აქვს ამ საკითხებზე. ფრაქციამ წარადგინა მისი კანდიდატურა პიროვნული თვისებებიდან, კონსტრუქციულობიდან და სხვა თვისებებიდან გამომდინარე", – განაცხადა ვოლსკიმ.

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...