საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სიმპტომები ისევ აქვს, თუმცა მასთან პირად ექიმს არ უშვებენ.
„ჩემი დაავადება არ განიკურნებაო? ასეთი რამე არასდროს არ მომისმენია ჩემი შვილისგან და პირველად მოვისმინე. სიმპტომები არის. ექიმებს არ უშვებენ. ეს არ ვიცი, ჩემთვის აუხსნელია რატომ არ უნდა უშვებდნენ. პარლამენტარებს უშვებენ, თითქმის ყველას უშვებენ, ოჯახის წევრები შეიძლება და რატომ არ შეიძლება, ვთქვათ, პირადი ექიმი რომ შემოვიდეს? რა ხდება ვერ გამიგია“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნაზე, მისი გლდანის ციხეში გადაყვანის კადრები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სრულად გაასაჯაროვოს, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ამ თემაზე დღეს შვილთან არ უსაუბრია, თუმცა ადრე მასთან ექსპრეზიდენტმა პენიტენციურ სამსახურში ცემის შესახებ ისაუბრა.
„მანამდე იყო იმაზე ლაპარაკი, რომ ურტყამდნენ, ფეხებს უმტვრევდნენ და თავში არტყავდნენ. ეს ფეხების მტვრევა მახსოვს მაშინვე თქვა და ახლა დღეს არაფერი უთქვამს“- განაცხადა გიული ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილი დღესვე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მოინახულა.”ჯანმრთლობის მდგომარეობა უცვლელია. მასთან არ შესულან ექიმები, რომლებსაც ელოდებოდა მიხეილ სააკაშვილი. არ გაუთვალისწინებიათ სახალხო დამცველის აპარატთან არსებული კონსილიუმის რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის გადაეღოთ თავის ტვინი MRT-ს საშუალებით, თუ ეს ვითარება ასე დარჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდება – ეს იციან გადასარევად, მაგრამ არავინ აპირებს მისთვის დახმარების გაწევას”. – თქვა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 ციხიდან გამოსვლის შემდეგ.