მთავარისიახლეებისაზოგადოებალაშა ბაქრაძე მინისტრ წულუკიანის ბრალდებებს პასუხობს და ელენე დარიანის წიგნის განხილვის...

ლაშა ბაქრაძე მინისტრ წულუკიანის ბრალდებებს პასუხობს და ელენე დარიანის წიგნის განხილვის ღია ფორმატს სთავაზობს

Published on

“ხვალ ვაპირებ სამინისტროში შეხვედრაზე მისვლას…” – ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე  მინისტრ წულუკიანის ბრალდებებს პასუხობს და ელენე ბაქრაძე (დარიანის) წიგნთან დაკავშირებით, განხილვის ღია ფორმატს სთავაზობს:

,,როგორც ქალბატონმა თეა წულუკიანმა ბრძანა, ჩვენს მიერ გამოცემული წიგნი „ელენე ბაქრაძე (დარიანი) – მოგონებები, წერილები, დღიურები, ლექსები“ „სერიოზული განხილვის“ საგანი უნდა გახდეს.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვფიქრობ, კარგი იქნება ეს განხილვა შედგეს ღიად და გამჭვირვალედ, საჯარო სივრცეში, დაინტერესებული მედიის დასწრებით – ლიტერატურის მუზეუმში ან მაგ. მწერალთა სახლში, მაგრამ, თუ ეს მიუღებელია – სატელევიზიო ლაივ გადაცემაში, იქ სადაც ქალბატონი თეასთვის კომფორტული გარემო იქნება – პირველ არხზე ან თუნდაც იმედზე.
მე კოვიდ იზოლაცია დღეს დამიმთავრდა და ხვალ ვაპირებ სამინისტროში შეხვედრაზე მისვლას აუდიტთან, 12 საათზე, სადაც ხაზგასმით ცალკე, ჩემთვის შეუტყობინებლად, არის დაპატიჟებული ჩემი მოადგილე და წიგნის რედაქტორი ქალბატონი თეა თვალავაძე.-წერს ლაშა ბაქრაძე .

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...

ბათუმის აეროპორტში ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში...

შსს- დავაკავეთ კაცი, რომელმაც 2019 წელს მოქალაქე დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს. ოფიციალური ინდორმაციით, 32 წლის...