მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ იქნება ცესკოს ახალი თავმჯდომარე?

ვინ იქნება ცესკოს ახალი თავმჯდომარე?

Published on

ვინ იქნება ცესკოს ახალი თავმჯდომარე ამას პარლამენტი გადაწყვეტს -საკანონმდებლო ორგანომ არჩევანი საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედ ხელმძღვანელ გიორგი კალანდარიშვილსა და თენგიზ თევზაძეს შორის უნდა გააკეთოს.

ცესკოს წევრობის 2 მსურველიდან კი დეპუტატებმა მხოლოდ ორი უნდა შეარჩიონ.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს მათი მხარდაჭერა არ ექნება.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი, ნიკა ობოლაძე ამბობს, პროცესს ნდობა არ გააჩნია. 

“ამ პროცესს არ აქვს არანაირი ნდობა, ცესკო არის პარტიული დანამატი ქართული ოცნების, კალანდარიშვილი არის პარტიული კადრი და ამ პროცესს არანაირი ნდობა არ აქვს. მეორე კანდიდატი არის ფორმალობა და დიდი ალბათობით, ის არ იქნება დანიშნული, ამ თანამდებობაზე დანიშნული იქნება კალანდარიშვილი,” – ამბობს ნიკა ობოლაძე.

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს მათი მხარდაჭერა არ ექნება, ხოლო მეორე კანდიდატთან დაკავშირებით, მსჯელობა შედგება და არ გამორიცხავს, რომ მას „სტრატეგია აღმაშენებელის“ მხარდაჭერა ჰქონდეს. 

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების სია გადაუგზავნა.

ცესკო-ს თავმჯდომარედ ზურაბიშვილმა კომისიის მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარადგინა.

რაც შეეხება კომისიის წევრობის კანდიდატებს, ორ ვაკანტურ პოზიციაზე ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, გია ცაცაშვილი და მაია ზარიძეა წარდგენილი.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...