მთავარისიახლეებისაზოგადოებაკულტურის სამინისტროსთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

კულტურის სამინისტროსთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

Published on

საპროტესტო აქცია თეა წულუკიანის წინააღმდეგ – კულტურის სამინისტროსთან დღეს ხელოვანები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბებიან.

პროტესტის მონაწილეები თეა წულუკიანისგან კონკრეტულ გეგმას ითხოვენ, სადაც გაწერილი იქნება, როგორ უნდა განხორციელდეს ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაცია, ასევე, რა ბედი ელის კულტურული მემკვიდრეობის შენობას და იქ დაცულ საგანძურს.

“წულუკიანის კულტურის პოლიტიკა სამწუხაროდ, არის უკიდურესად დესტრუქციული, რომელიც ახდენს ცუდ გავლენას დღევანდელ მდგომარეობაზე კულტურული მემკვიდრეობისა. ის ენა, რომლითაც ის გვესაუბრება, ძალიან ცუდ წარსულს გვახსენებს, რომელზეც ჩვენს ქვეყანას უკვე უარი აქვს ნათქვამი და არავინ აღარ დაუშვებს ამ წარსულის დაბრუნებას”, – ამბობს ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე.

აქციაზე მივლენ “ლელოს” და “დროას” წარმომადგენლებიც, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდარობას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ დახმარებასაც გაუწევენ.

“კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა გვაჩვენეს სამაგალითო წინააღმდეგობა ივანიშვილის და წულუკიანის წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ავიწროებენ განსხვავებულ აზრს იქ, სადაც ხელი მიუწვდებათ. თუ ჩვენ არ აღვუდგებით ნებისმიერ სფეროში არსებულ უსამართლობას და ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან, შემდეგი შეიძლება აღმოვჩნდეთ ჩვენ. ჩვენი ვალდებულებაა, ამ ადამიანების სამართლიან ბრძოლას დავუჭიროთ მხარი”, – თქვა “ლელოს” წევრმა, საბა ბუაძემ.

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...