გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან “ვივა მედში” გადაყვანა იგეგმება.
ეს, ჯერჯერობით, ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციაა, საკითხზე კი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრეს.
“ჩვენამდეც მოვიდა ეს ინფორმაცია, ვგულისხმობ დაცვის მხარეს, რომ აპირებენ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას კლინიკა “ვივა მედში”, რომელიც არის რეფერალური კლინიკა სასჯელაღსრულების სამსახურის. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალისტურია ეს, თუ თქვენ გარკვეულ ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით და რამდენად ადეკვატურია და მიიღებს სრულ მომსახურებას სააკაშვილი აი ამ რეფერალურ კლინიკაში” – ამ კითხვით მიმართა ნიკა გვარამიამ გადაცემის სტუმარ ექიმებს.ლევან ფერაძეს და ოთარ თოიძეს
ექიმებიც ამბობენ, რომ “ეს ინფორმაცია დღეს მათ ყურამდეც მივიდა. ნორმალური კლინიკაა, ნორმალური ექიმები არიან”…