მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი ენმ-დან არჩეულ საკრებულოს წევრებს მიმართავს - ჩვენი საერთო საქმე უნდა მივიყვანოთ...

მიხეილ სააკაშვილი ენმ-დან არჩეულ საკრებულოს წევრებს მიმართავს – ჩვენი საერთო საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე

Published on

მიხეილ სააკაშვილი მიმართავს საკრებულოს წევრებს ენმ-დან: ჩვენი საერთო საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე

ჩვენ უკვე გვაქვს კარგი მაგალითები ბოლო კვირებსა და დღეებში გურიისა და სამეგრელოს, ქუთაისისა და ბათუმის, თელავის, თბილისის საკრებულოებში გამართული ბრძოლის და ეს მაგალითი უნდა განვავრცოთ უკლებლივ ყველა საკრებულოზე. თქვენ ძირითად დროს უნდა ატარებდეთ ჩვენს გაჭირვებულ მოსახლეობასთან, ვიდრე კაბინეტში. მითუმეტეს, რომ ბევრი თქვენგანის ოჯახს ზუსტად ასევე უჭირს და თქვენ საკუთარ მაგალითზე იცით, რა არის გაჭირვება და უსამართლობა.

ამავე დროს, მოგიწოდებთ იმუშაოთ ყველა სხვა ოპოზიციურ ჯგუფთან, ყველა აქტივისტთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, რომლებსაც სურთ ცვლილებები. ეს შეიძლება ეხებოდეს ბევრ სხვადასხვა საკითხს, ჯანდაცვას, ეკოლოგიას, განათლებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ბიზნესის, განსაკუთრებით მცირე ბიზნესის უფლებებს. ჩვენ წინა ხაზზე უნდა ვიყოთ ადამიანის უფლებების ბრძოლის საქმეში, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან უდანაშაულო ადამიანების დევნის, უსამართლო მიყურადების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ჟურნალისტთა უფლებების დარღვევას. მინდა გირჩიოთ, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ, იმ სახელმწიფო მოხელეებს, მასწავლებლებს, ექიმებს, ვინც პატიოსნად ასრულებს საკუთარ მოვალეობებს მიუხედავად მათი პარტიული სიმპათიებისა. ვინაიდან ნებისმიერი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტი ადამიანი იმსახურებს ჩვენს თანადგომას და ჩვენი პოტენციური მოკავშირეა.

ამ წერილს მე გწერთ საპყრობილიდან, სადაც რეჟიმს ტყვედ ვყავარ აყვანილი. ნუ დაგაკომპლექსებთ ნურც ჩემი ტყვეობა და ნურც ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე ვიცოდი რაზე მივდიოდი, როცა აქ მოვდიოდი. როგორც არ უნდა განვითარდეს ჩემი მდგომარეობა, ჩვენი საერთო საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე – ქართველი ხალხის სრულ გამარჯვებამდე. და იცოდეთ, ამ გამარჯვებაში თითოეული თქვენგანის როლი და ფუნქცია შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი.

ჩვენი უახლოესი საბოლოო მიზანია, ყველა ტრიბუნის გამოყენებით მასობრივი პროტესტის დაორგანიზება. თბილისსა და სხვა ქალაქებში, ყველგან, ადგილზე უსამართლობის დაბლოკვა და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, რაც ხელისუფლების შეცვლას გარდაუვლად გამოიწვევს. […]- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...