მთავარისიახლეებისაზოგადოებაუფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს წუხელ ბაგრამის კლინიკაში მესამე ოპერაცია ...

უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს წუხელ ბაგრამის კლინიკაში მესამე ოპერაცია ჩაუტარდა

Published on

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს, რომელიც  ბაგრამის საავიაციო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიჭრა  წუხელ მესამე ოპერაცია  ჩაუტარდა. 
 ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას დაზიანებები თავისა და ბარძაყის არეში აღენიშნება. იგი ამჟამად  ბაგრამის კლინიკაში, რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება და მალე სამკურნალოდ გერმანიაში, ლანშტულის ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანენ.  
 
„ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და დაჭრილის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, მას კიდევ ორ, მსუბუქად დაჭრილ ქართველ სამხედროსთან, სერჟანტ გიორგი წიქარიშვილთან და პირველი კლასის რიგით ირაკლი კუჭუხიძესთან ერთად, გერმანიაში გადაიყვანენ“, – აცხადებენ სამინისტროში. 
 
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმა 6 სექტემბერს თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. 

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...