მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების წევრებთან შეხვედრაზე კახა კუჭავასთვის ანაკლიის პროექტის ჩაბარება განიხილა

ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების წევრებთან შეხვედრაზე კახა კუჭავასთვის ანაკლიის პროექტის ჩაბარება განიხილა

Published on

 ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების წევრებს შეხვდა, სადაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის, კახა კუჭავასთვის ანაკლიის პროექტის ჩაბარება განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ფორმულას წყარო უყვება.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელიც ფორმულას ინფორმაციით, ივანიშვილთან შეხვედრას ესწრებოდა, აღნიშნული საკითხის განხილვას უარყოფს.

კახა კუჭავა ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. ფორმულა მას სოციალური ქსელით დაუკავშირდა. ყოფილი თავმჯდომარე ანაკლიის პორტთან რაიმე კავშირს არ ადასტურებს, თუმცა აღნიშნა, რომ პროექტი, რომელზეც იმუშავებს, საქართველოში განხორციელდება.

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 დეკემბერს დატოვა. მაშინ კუჭავამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვან პროექტში იქნება ჩართული, რომლის დეტალებსაც მოგვიანებით გავიგებდით.

სიახლეები

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...

აჭარასა და იმერეთში ფრინველის 2 არალეგალური სასაკლაო გამომავლინეთ – სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საწარმოო პროცესი შეუჩერეს ფრინველის 2 არალეგალურ სასაკლაოს აჭარასა და იმერეთში. სააგენტოს...