წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ 14 ხმით პარტია “საქართველოსთვის” წევრი, კორნელი სალია აირჩიეს.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ქართული ოცნების” წევრებს. სხდომას 24 დეპუტატი ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის საკრებულო ერთ-ერთი იყო იმ მუნიციპალიტეტებს შორის, რომლებიც საკერებულოს თავმჯდომარეს ვერ ირჩევდა. შესაბამისად, ვერც ბიუჯეტის დამტკიცება მოხერხდა. შექმნილი ვითარების გამო, წალენჯიხაში ყველა პროექტი შეჩერებულია.წალენჯიხაში საკრებულოს უმრავლესობას წარმოადგენს ოპოზიციური პარტიები. 11 წევრი არის “ნაციონალური მოძრაობიდან“, 11 “ქართული ოცნებიდან“ 1 “ლელოდან“ 3 პარტია “საქართველოსთვის“.