მთავარისიახლეებიმსოფლიო"ახლა მთელი საინფორმაციო სივრცე სავსეა ინფორმაციით რუსეთთან ომზე, რომ შემოჭრა შეიძლება, დაიწყოს...

“ახლა მთელი საინფორმაციო სივრცე სავსეა ინფორმაციით რუსეთთან ომზე, რომ შემოჭრა შეიძლება, დაიწყოს ხვალ”

Published on

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული საფრთხე წლებია არსებობს და ახლა ისინი არ გაზრდილა, არამედ, გაიზარდა “აჟიოტაჟი”. ამის შესახებ მან 19 იანვარს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა, სადაც მოსახლეობას დამშვიდებისკენ მოუწოდა.

“ახლა მთელი საინფორმაციო სივრცე სავსეა ერთი და იგივე სახის ინფორმაციით რუსეთთან ომზე, რომ შემოჭრა შეიძლება, დაიწყოს ხვალ. თითქოს მზად არ ვართ, თუმცა მარტოც არ ვართ, მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს.

და რა ხდება სინამდვილეში? ამ რეალობის წინაშე ხო 8 წელია ვდგავართ? შეჭრა 2014 წელს დაიწყო. საფრთხე ახლა ხომ არ გამოჩნდა? ეს რისკები მრავალი წელია არსებობს და არ გაზრდილა, გაზიარდა აჟიოტაჟი. მნიშვნელოვანია ყველაფერზე გონივრულად რეაგირება და იმის ცოდნა, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს გადავჭრათ დიპლომატიური გზით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინაში მშვიდობას მივაღწიოთ. […]

ჩვენმა ყველა მოქალაქემ, განსაკუთრებით მოხუცებმა, ეს უნდა გაიგონ, უნდა ამოისუნთქონ და დამშვიდდნენ. არ გაიქცნენ წიწიბურისა და ასანთის საყიდლად. ყველა მედია უნდა იყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალება და არა მასობრივი ისტერიის. აჟიოტაჟის ატეხვით მტერს ნუ დაეხმარებით”, – განაცხადა ზელენსკიმ. 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...