მითებს, ტყუილს და დეზინფორმაციას ვუპირისპირებთ სიმართლეს – წერს “ფეისბუქზე” საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს.
საელჩოს განცხადებით, მითია, რომ საქართველო NATO-ში ვერ გაწევრიანდება:
“სიმართლეა: 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსის წევრი ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ საქართველო გახდებოდა NATO-ს წევრი. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს ამ შეთანხმებას. NATO-ში გაწევრიანება აპლიკანტი ქვეყნისა და NATO-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია.
რუსეთს არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს სუვერენული სახელმწიფოს ალიანსში გაწევრიანებას ან შეაჩეროს ეს პროცესი” – წერს საელჩო.