მთავარისიახლეებიროცა თანამდებობიდან ათავისუფლებ სახელმწიფო ინსპექტორსა და მის თანამშრომლებს, აუცილებელია განმარტება, რისთვის გახდა...

როცა თანამდებობიდან ათავისუფლებ სახელმწიფო ინსპექტორსა და მის თანამშრომლებს, აუცილებელია განმარტება, რისთვის გახდა ეს საჭირო – კელი დეგნანი

Published on

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფას და შესაბამის საკონომდებლო ცვლილებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ისევ გამოეხმაურა. კელი დეგნანს რამდენიმე კითხვა აქვს დიპლომატი საკანონმდებლო ორგანოში წარმართულ პროცესებს ფორსირებულ უწოდებს და ინტერესდება,- რატომ მოხდა კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით.

“ჩვენ ვიზიარებთ ამ შეშფოთებას, ნაჩქარევ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციების გარეშე წარიმართა. როდესაც გაქვს ისეთი მნიშვნელოვანი სამსახური, როგორიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს კონსულტაციების საფუძველზე. როდესაც ასეთი ცვლილებები ხორციელდება, თანამდებობიდან ათავისუფლებ სახელმწიფო ინსპექტორსა და მის თანამშრომლებს, აუცილებელია ახსნა-განმარტება, რისთვის გახდა ეს საჭირო – გაეთავისუფლებინათ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი თანამშრომლები, რომლებსაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ და ემსახურებოდნენ საქართველოს პატიოსნად,”- აღნიშნა ელჩმა.

სიახლეები

მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა

რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ...

ენგურჰესიდან წყლის გაშვების შედეგად სოფელი ტყაია დაიტბორა

ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სოფელ ტყაიაში სახლების დატბორვა გამოიწვია  ინფორმაციას ტყაიას ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს და...

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...