მთავარისიახლეებისაქართველოში ომიკრონის 1200-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ომიკრონის 1200-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა

Published on

ომიკრონით ინფიცირების დადასტურებული ლაბორატორიული შემთხვევა არის 1 200-ზე ოდნავ მეტი, მათგან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 14-ს, რაც არის დაბალი მაჩვენებელი – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

მისი თქმით, “ომიკრონის” შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის დაბალი მაჩვენებელი იმით არის განპირობებული, რომ ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ვაქცინირებული იყო.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი შტამის პირობებში, ვაქცინაციასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. ბუსტერ დოზა, რადგან ის ვაქცინის დამცველობით ეფექტს თითქმის აორმაგებს.

“ომიკრონით ინფიცირების დადასტურებული ლაბორატორიული შემთხვევა არის 1200-ზე ოდნავ მეტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სულ 1200 ადამიანია, ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. სხვა შემთხვევაში ცირკულაციაში ითვლება, რომ არის უკვე ნახევარზე მეტი, სავარაუდოდ, მათემატიკური მოდელირებით მიუთითებს, რომ არის ომიკრონი, აქედან უმეტესობა თბილისში. ჰოსპიტალიზაცია დადასტურებული შემთხვევებიდან დასჭირდა მხოლოდ 14-ს, რაც არის დაბალი მაჩვენებელი”, – თქვა თამარ გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ომიკრონით ინფიცირების შემდეგ ჰოსპიტალიზებული 14 პაციენტიდან 13 უკვე გაწერილია.

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...