მთავარისიახლეებისაქართველო წამლებს თურქეთიდან მიიღებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მედიკამნეტები გაიაფდება - ღარიბაშვილი

საქართველო წამლებს თურქეთიდან მიიღებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მედიკამნეტები გაიაფდება – ღარიბაშვილი

Published on

ჩვენ დღეს მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას ხელი, გაიხსნა თურქეთის ბაზარი და შემოვა მაღალი ხარისხის, Gmp სტანდარტების მედიკამენტები – თქვა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა დაწყებამდე.

როგორც მან აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მედიკამენტების ფასებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

“გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის, Gmp სტანდარტების მედიკამენტები. საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ამიტომ არანაირი არგუმენტი, რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი, არ არსებობს, ვერ მოვისმინე.

ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და იმედი მაქვს, რომ იმპორტიორები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან რაც მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე და რეკომენდაციები გაეგზავნა პარლამენტს.

“მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ეთხოვოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტის წარმომადგენლებს, რომ ერთობლივად დავიწყოთ მუშაობა და ეს კიდევ უფრო გააიაფებს მედიკამენტებს, ჩვენი მოლოდინით”,- თქვა ღარიბაშვილმა.

სიახლეები

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...

“საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია” – NGO-ების განცხადება ევროპის დღეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ საქართველოს ევროპული გზა არა...