მთავარისიახლეებიზუგდიდის მერიამ სატენდერო პროცესი მხოლოდ ერთ კომპანიას მოარგო - აუდიტი

ზუგდიდის მერიამ სატენდერო პროცესი მხოლოდ ერთ კომპანიას მოარგო – აუდიტი

Published on

“2019 წელს მერიამ გამოაცხადა ტენდერი12 15 ერთეული საზოგადოებრივი ავტობუსის შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით − 3,419.5 ათასი ლარი. ტენდერი წარიმართა უკონკურენტოდ, მხოლოდ შპს „ჯი-თი გრუპის“ მონაწილეობით, რომელმაც გაიმარჯვა და მასთან გაფორმდა ხელშეკრულება ღირებულებით – 3,330.0 ათასი ლარი. ერთი ავტობუსის
ღირებულებამ შეადგინა – 220.0 ათასი ლარი. ტენდერის პროცესის შესწავლით გამოვლინდა, რომ სატენდერო დოკუმენტაცია
მოიცავდა ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც ზღუდავდა კონკურენციას და მორგებული იყო კონკრეტულ მწარმოებელზე13 და მის ოფიციალურ დილერზე საქართველოში.14 კერძოდ, ავტობუსის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები
– სიგრძე, სიგანე და სიმაღლე მოთხოვნილი იყო, მცირე დიაპაზონით.15 ასევე − გადაცემათა კოლოფი, ძრავა და ავტობუსი უნდა ყოფილიყო ერთი მარკის. გარდა ამისა, სხვა ტექნიკურ მახასიათებლებში წარმოდგენილი იყო ავტობუსის
ფერი, მაქსიმალური წონა, ძრავის მოცულობა, ძრავის სიმძლავრე, აირის გამონაბოლქვის ემისიის კლასი, შიდა სიმაღლე და სხვ.16 კონკურენციის შეზღუდვაზე ასევე მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის სპეციალურ მოდულში დაფიქსირებული მიმოწერა. კერძოდ, აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდა ხუთი კომპანია,17 თუმცა არსებული შეზღუდვების გამო, ეს ვერ მოახერხეს. ისინი აცხადებდნენ, რომ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული იყო მოთხოვნები კონკრეტული ავტობუსის, კერძოდ, ISUZU
Novociti-ის მოდელის სასარგებლოდ. გარდა იმისა, რომ სატენდერო პირობები ზღუდავდა კონკურენციას, შესყიდვის
ობიექტის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისათვის საჭირო შესაბამისი ბაზრის კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტები მერიამ ვერ წარმოადგინა.18 ვინაიდან ბაზრის კვლევა არ იყო სათანადოდ ჩატარებული, აუდიტის ჯგუფმა ჩაატარა დამატებითი აუდიტორული პროცედურები, შესწავლილ იქნა საქართველოს მასშტაბით გამართული მსგავსი ტენდერები. გამოვლინდა, რომ
იმავე პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანია მსგავსი ტექნიკური მახასიათებლების მქონე ავტობუსს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტს სთავაზობდა 178.8 ათას ლარად. მერიამ სატენდერო პროცესი წარმართა იმგვარად, რომ ტექნიკური მოთხოვნებიგანსაზღვრა კონკრეტული მიმწოდებლის ინტერესების სასარგებლოდ. კერძოდ, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ იყო გაანგარიშებული ბაზრის სათანადო კვლევის საფუძველზე, ხოლო სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავდა სხვადასხვა სახის შემზღუდავ მოთხოვნას. შედეგად, მუნიციპალიტეტმა
დაკარგა მნიშვნელოვანი ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.” – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...