მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ივანიშვილის სასამართლოსთვის თვალებში ყურებას არ ვაპირებ" - მიხეილ სააკაშვილი დემონსტრატიულად დადგა პირით...

“ივანიშვილის სასამართლოსთვის თვალებში ყურებას არ ვაპირებ” – მიხეილ სააკაშვილი დემონსტრატიულად დადგა პირით დარბაზისაკენ და ხალხს მიმართა

Published on

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმე მესამე პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთას ეხება. 

 სასამართლო პროცესი ხმაურით დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი დემონსტრატიულად დადგა პირით დარბაზისაკენ და  სხდომის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ “ივანიშვილის სასამართლოსთვის თვალებში ყურებას არ აპირებს”.

,,არ ვაპირებ ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში. თქვენ თვალებში შემოგხედავთ ქართველი ხალხი, მე ვაპირებ შევხედო თვალებში ქართველ ხალხს, რომლის წინაშე წარვდექი აქ და ვერავინ ვერ გამაწყვეტინებს, თუ გამაწყვეტინებს, ქართველი ხალხი გაგცემთ პასუხს”, –  განაცხადა პრეზიდენტმა, როცა  მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მისთვის სიტყვის შეწყვეტინება  სცადა,  მოსთხოვა სიტყვით გამოსვლისას მათკენ უნდა მიტრიალებულიყო შეახსენა, რადგან სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა , რასაც მესამე პრეზიდენტის მწვავე რეაქცია მოჰყვა. 

,,მე სად ვბრძანდები, ძალიან კარგად ვიცი, ეს სხდომის დარბაზი არის ჩემი აშენებული, ეს დროშა, რომელიც თქვენს უკან არის, ჩემი გაკეთებულია, ეს კამერა, ჩემი დადგმულია, ეს აუდიტორია ჩემი გაკეთებულია, მე სად ვარ, თქვენი ახსნა-განმარტება არ მჭირდება. ყველაფერი, რაც გაკეთებულია ამ ქვეყანაში, ყველაფერი, რაც არ გააფუჭეს აქამდე, ჩემი გაკეთებულია და თქვენი ახსნა-განმარტება და ნუცას სკოლა ნამდვილად არ მჭირდება. თქვენგან განსხვავებით ოთხი უმაღლესი სასწავლებელი მაქვს დამთავრებული. მე არანაირ პატივს არ ვცემ  ივანიშვილის სასამართლოს” –  მე მივმართავ ქართველ ხალხს. წერტილი. მე აქ იმისთვის არ ჩამოვსუყლვარ, რომ მივმართო ვიღაც…არ მინდა, აღვწერო ყველაფერი.

მე არ ვაპირებ, ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში. თქვენ თვალებში შემოგხედავთ ქართველი ხალხი და ჩემთვის თქვენ საერთოდ არავინ ხართ. სინამდვილეში, ეს რეჟიმი იმყოფება ახლა სასამართლოზე. იმიტომ ვარ მე აქ, რომ ამ რეჟიმს მოვუწყო სასამართლო, იმისათვის, რაც გააკეთა საქართველოში. – თქვა სააკაშვილმა 

სიახლეები

16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა-სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...

თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ, ინტერპოლის მწვანე ცირკულარით ძებნილი "კანონიერი ქურდი" დააკავა. ამის...

ამოღებულია კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”-ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე...

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დღეს გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს დღეს, 12 მაისს გამოაცხადებს, ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა...