მთავარისიახლეებიმამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

Published on

“ლელოს” ლიდერები, რომელთა განაჩენიც სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, ამბობენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

მათი თქმით, ბრძოლა გრძელდება იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს.

“ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, იმიტომ, რომ არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს. ეს იყო ბრძოლა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ და ჩვენ იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც”, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

ლიდერებმა მედიას, გულშემატკივრებსა და ოფისში შეკრებილებს მადლობა გადაუხადა. ხაზარაძემ პირობა დადო, რომ თვითონაც ყველა ადამიანის გვერდით დადგება, თუ დაინახავს, რომ სახელმწიფო უსამართლოდ ვინმეს დაჩაგვრას დააპირებს.

“კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეხლა საპყრობილეში არ მივდივართ, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ, ეს არის პრინციპის საკითხი, ეს არის ღირსების საკითხი”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

სიახლეები

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...

აღმოვაჩინეთ კუსტარული ნარკოლაბორატორია – ამოღებულია 28 კგ-მდე მეთადონი-შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და 28 კგ-მდე...