მთავარისიახლეებისამართალიდეკანოზ გიორგი მამალაძეს სასამართლომ ცხრაწლიანი პატიმრობა შეუფარდა

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასამართლომ ცხრაწლიანი პატიმრობა შეუფარდა

Published on

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ცხრაწლიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა. 
 
 საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.
 
დღეს მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა – ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის დასდო მსჯავრი. . დეკანოზი ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი იარაღის უკანონოდ შეძენა-შძენახვაში. 
 
ძმის განაჩენის გამოცხადების შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ სასამართლო სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა. მან მოსამართლეს შემდეგი რეპლიკებით მიმართა: „მონა ხარ მოსამართლე, არაკაცი ხარ“.
 
მან  კომენტარი მედიასთანაც გააკეთა და მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი "ქართული ოცნების" დავალების შესრულებაში დაადანაშაულა.
 
ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენის გამოცხადებამდე საპატრიარქოსთან სასულიერო პირების დიდი ნაწილი არ გამოჩენილა. იმ სასულიერო პირებმა კი, რომლებიც საპატრიარქოში მივიდნენ, მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.
 
 
 
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...