მთავარისიახლეებიმსოფლიონურსულთან ნაზარბაევმა და მისმა ქალიშვილებმა ქვეყანა საკუთარ ოჯახებთან ერთად დატოვეს, რა ხდება...

ნურსულთან ნაზარბაევმა და მისმა ქალიშვილებმა ქვეყანა საკუთარ ოჯახებთან ერთად დატოვეს, რა ხდება ყაზახეთში?

Published on

ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა და მისმა ქალიშვილებმა ქვეყანა საკუთარ ოჯახებთან ერთად დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივი გამოცემა Orda.kz.-ის თანახმად ავრცელებს.  ინფორმაცია ჯერ-ჯერობით სხვა წყაროების მიერ მიერ დადასტურებული არაა. ნაზარბაევი ბოლოს საჯაროდ 27 დეკემბერს გამოჩნდა.

ქვეყნის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევმა  მთავრობა გადადგა და პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ყოფილი ვიცეპრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ალიხან სმაილოვი დანიშნა. მინისტრთა კაბინეტის ამჟამინდელი წევრები კი მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე გააგრძელებენ.. 

 თოყაევი კი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია მთელ ქვეყანაში.

 თოყაევი  აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის გაუძღვება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს. ეს პოზიცია სამუდამო ვადით ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს.

რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების შეყვანა დაიწყო.  ყაზახეთში რუსული ნაწილის გაგზავნა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციით მიმდინარეობს. 

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ (ОДКБ) ყაზახეთში ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყაზახეთში დაძაბულობის ზრდის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება  სთხოვა.

ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის თანახმად, ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში კონსტიტუციური კონტროლი აღდგენილია და სიტუაციას ადგილობრივი მთავრობები აკონტროლებენ.

ალმათის კომენდანტის ოფისის თანახმად, ქალაქში შეტაკებების შედეგად ყაზახეთის სამხედრო ძალების 18 წევრია დაღუპული, მათგან ორს კი დემონსტრანტებმა თავი მოკვეთეს.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...