მთავარისიახლეებიკოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია (ОДКБ) ყაზახეთში ჯარს გააგზავნის - ნიკოლ ფაშინიანი

კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია (ОДКБ) ყაზახეთში ჯარს გააგზავნის – ნიკოლ ფაშინიანი

Published on

ОДКБ, ანუ, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია, ყაზახეთის რესპუბლიკაში “ვითარების სტაბილიზაციის მიზნით” ჯარებს გაგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერმინისტრი, კოლექტიური უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებს.

“ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ტოკაევის მიმართვასთან დაკავშირებით,და ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის საფრთხის გათვალისწინებით, რომელიც გამოწვეულია, მათ შორის, გარე ძალების ჩარევით, ОДКБ-ს კოლექტიური უშიშროების საბჭომ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გაიგზავნება შეზღუდული ვადით, ამ ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზების მიზნით“, – ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. მან ახალი მიმართვა გააკეთა, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ОДКБ-ს სამხედრო დახმარება სთხოვა.

აღსანიშნავია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი. ორგანიზაცია 1999 წელს დატოვა საქართველომ, ასევე აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა.

სიახლეები

16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა-სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...

თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ, ინტერპოლის მწვანე ცირკულარით ძებნილი "კანონიერი ქურდი" დააკავა. ამის...

ამოღებულია კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”-ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე...

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დღეს გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს დღეს, 12 მაისს გამოაცხადებს, ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა...