მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი დამნაშავე ჩინოვნიკთა ,,შავი სიის შესახებ''

მიხეილ სააკაშვილი დამნაშავე ჩინოვნიკთა ,,შავი სიის შესახებ”

Published on

მიხეილ სააკაშვილი ადამიანის უფლებათა დამრღვევთათვის და კორუფციონერებისთვის ე.წ. შავის სიის შექმნის იდეით გამოდის. ექსპრეზიდენტი საზოგადოებას იურისტთა ჯგუფის შექმნას სთავაზობს, რომელიც, მისი თქმით, დანაშაულის შემადგენლობას გამოიკვლევს, მტკიცებულებებს შეაგროვებს და საჯაროდ გამოაქვეყნებს.

მისივე ინიციატივის მიხედვით, ე.წ შავს სიაში მოხვედრილი ადამიანებისთვის საელჩოებმა ვიზები არ უნდა გასცენ და მათთვის პერსონალური სანქციები უნდა დააწესონ. სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ იდეით მათ დასავლეთის საელჩოებს უნდა მიმართონ.

“იმ მასშტაბის უკანონობა, რომელიც ახლა ხდება, განპირობებულია ძირითადად დაუსჯელობის სინდრომით. მე გთავაზობთ, დავუბრუნდეთ კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა “შავი სიის” იდეას. ის ადამიანები, ვინც იარაღი ჩაუდო არჩევნების პერიოდში ყოფილ პოლიციელებს, ვინ მოიპარა დიდი რაოდენობით ხალხის საბიუჯეტო ფული, ვინც გაყალბებით შეკერა კარტოგრაფების საქმე, ვინც მიიღო მონაწილეობა ჩემ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, უნდა შეიყვანონ ამ სიაში.

ჩვენ უნდა შევქმნათ იურისტთა ჯგუფი, რომელიც მათი დანაშაულის შემადგენლობას მოიკვლევს, მტკიცებულებებს მოაგროვებს და ამის შემდეგ ჩვენ ეს საჯაროდ უნდა გამოვაქვეყნოთ, ასევე, უნდა მივმართოთ, დასავლეთის საელჩოებს, არ გასცენ მათზე ვიზები და შემოიღონ პერსონალური სანქციები”, — წერს ის ფეისბუქგვერდზე. 

სააკაშვილის აზრით, იმ მოსამართლეებს, პროკურორებსა თუ თანამდებობის პირებს, ვინც უსამართლობა ჩაიდინა, მოქალაქეები ქუჩაში უნდა სცნობდნენ და “შესაბამისი რეაგირება ჰქონდეთ”. ამასთან ექსპრეზიდენტი დასძენს, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური საიტი, სადაც მათი საბრალდებლო დასკვნა დაიწერება

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...