მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: თავისუფლების მოყვარე ხალხს ვერანაირი რეპრესიები ვერ შეაშინებს

მიხეილ სააკაშვილი: თავისუფლების მოყვარე ხალხს ვერანაირი რეპრესიები ვერ შეაშინებს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ თავისუფლების მოყვარულ ხალხს ვერანაირი რეპრესიები ვერ შეაშინებს:
,,მივესალმები ყაზახი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ რაც არ უნდა რეპრესიები განახორციელოს რეჟიმმა, რამდენი ხალხიც არ უნდა დაიჭიროს, რა სპეცრაზმებიც არ უნდა მიუქსიოს, მთავარი ძალა თავისუფლებისმოყვარე ხალხშია.
ხალხი არ მოითმენს კორუფციას, სოციალურ უსამართლობასა და არაფორმალურ მმართველობას. ჩემთან კიევში, შარშან, სექტემბერში ჩამოსული იყო ყაზახ ოპოზიციონერთა დიდი ჯგუფი და უკვე მათთან საუბრით მივხვდი, რომ სამოქალაქო საზოგადოება მზად იყო ცვლილებებისთვის.
​ამავე დროს უნდა აღვნიშნო, რომ ნაზარბაევს, ივანიშვილისგან განსხვავებით საკმაოდ ბევრი ჰქონდა გაკეთებული ყაზახეთისთვის, მაგრამ ეს არ აძლევს მას უფლებას, პირად საკუთრებად ექცია ქვეყანა და არაფორმალურად მართოს ფუფუნების პირობებში ჩრდილიდან.”- წერს მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

სოციალური საწარმო ”Mego Bar”-ი დღეს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვას უერთდება

Mego Bar უერთდება საყოველთაო გაფიცვას, 15 იანვარს, 15:00 დან 18:00 სთ მდე არ იმუშავებს უფასო...

”საერთაშორისო გამჭვირვალობა” ზვიად ქორიძეზე თავდამსხმელების დაკავებას ითხოვს

   ბათუმში წუხელ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' განცხადებას ავრცელებს,რომელსაც ოდიშინიუსი უცვლელად გთავაზობთვეხმიანებით...

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება დღევანდელ საყოველთაო გაფიცვას

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება 15 იანვრის საყოველთაო გაფიცვას და 15:00 საათიდან 18:00 საათამდე წყვეტს მუშაობას. საყოველთაო...

დღეს, 15 საათზე “იფიცება საქართველო”

დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათიდან, დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. პროტესტის მიზანი...