მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორ აშანტაჟებს ირაკლი კობახიძე ქვეყნის დასავლელ მეგობრებს

როგორ აშანტაჟებს ირაკლი კობახიძე ქვეყნის დასავლელ მეგობრებს

Published on

დღეს ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა, თურმე საქართველოს საზოგადოების დასავლეთის მიმართ ნდობას არყევს
რა დგას ამ განცხადების უკან? რა არის მისი შეფუთული შინაარსი და გზავნილი და რატომ წარმოაჩენს ეს განცხადება კიდევ ერთხელ, რომ რეჟიმი უკიდურესად სახიფათო გზას ადგას, დასავლელ მეგობრებს შანტაჟის ენაზე ესაუბრება და ქვეყნის ბედით თამაშობს
მმართველი რეჟიმი სულ უფრო და უფრო ყალიბდება რუსული ტიპის ავტოკრატიად, სადაც მეგობრების წუხილს და მხარდაჭერას დემოკრატიის მიმართ არა სტრატეგიულ პარტნიორობად, არამედ ,,შიდა საქმეებში ჩარევად”, ზეწოლად და ,,სუვერენიტეტის შელახვად” აფასებენ
თურმე დემოკრატიული სამყაროს წუხილი იმის გამო, რომ საქართველო, მისი დემოკრატიული ინსტიტუტები, ნდობა არჩევნების მიმართ, სასამართლო განვითარების ნაცვლად დღითიდღე სუსტდება – არის ადამიანური შეცდომების და არასწორი იფორმაციის შედეგი
კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს ჩვენ დასავლელ მეგობრებს, რომ ისინი ამ კრიტიკით დაკარგავენ ჩვენი საზოგადოების ნდობას – პირდაპირ აშანტაჟებს, რომ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა თუ გაგრძელდა, პროდასავლური კურსი გადაიხედება!
სინამდვილეში საქართველო უფრო წინ წავა და მყარი არჩეული პროდასავლური კურსი მეტად გაძლიერდება, რაც მეტი იქნება სამარცხვინო რეჟიმის ნაბიჯების ღია კრიტიკა და დადგა დრო გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯებიც
ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენ დასავლელ მეგობრებთან, რომ ეს გეგმა რეჟიმისა, რომ საქართველო დაივიწყონ, ყურადღება აღარ მიაქციონ, რომ რეჟიმს მისცენ დრო და საშუალება საბოლოოდ მიიტაცოს სახელმწიფო ჩაიშალოს! 2022 წელი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი წელია.

სიახლეები

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...

ევროსასამართლომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმეზე უფლებების დარღვევა დაადგინა

ევროსასამართლომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმეზე უფლებების დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ იურისტი გიორგი ბურჯანაძე სოციალურ...

ირაკლი ფაცაციამ ზუგდიდის კრიმპოლის უფროსის თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი ფაცაციამ თანამდებობა დატოვა. როგორც ირკვევა, კრიმპოლის უფროსმა სამსახურიდან...

მინისტრის მოადგილე თსუ-სა და სტუ-ს რეორგანიზაციის პროცესის დასრულების სავარაუდო დროს ასახელებს

"ქართული ოცნების" განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას თქმით, თსუ-სა და სტუ-ს რეორგანიზაციის პროცესის მინიმალური...