მთავარისიახლეებიპოლიტიკა პარტია "საქართველოსთვის'' მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ...

 პარტია “საქართველოსთვის” მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს

Published on

პარტია საქართველოსთვის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. როგორც დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, ამ პირობებში კომისიის შექმნა სწორი არ არის.

“როდესაც ქართული ოცნება ყველაზე მავნებლურ გადაწყვეტილებას იღებდა, ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებასთან დაკავშირებით, რა იყო ნაციონალური მოძრაობის ქმედება? სამწუხაროდ, ისინი პლენარულ სხდომაზე არც კი გამოცხადდნენ. მახსოვს ერთ-ერთი მათი წარმომადგენელი, როცა კომიტეტის სხდომაზე ამ ძალიან მძიმე გადაწყვეტილების განხილვა მიმდინარებდა, მიხეილ სააკაშვილის წერილის კითხვა დაიწყო. ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა სწორედაც ერთმანეთს ასულდგმულებს”, – განაცხადა ბუჩუკურმა ჟურნალისტებმა.

მიხეილ სააკაშვილის სურვილია, პარლამენტში ციხეში მის მიმართ მოპრყობასთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა. 

როგორც მშვენიერაძემ განმარტა, სააკაშვილი მზად არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში ამ კომისიის სხდომას თავადაც დაესწროს და ყველაფერზე დეტალურად ისაუბროს. 

სიახლეები

“ის, რაც სუსმა გააკეთა, არის საბავშვო ბაღი” – გიორგი ლუბარეცი

პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი ფეისბუქზე აჯამებს, რაზე მიიღო და რაზე არ მიუღია პასუხი საზოგადოებას ხელისუფლების...

დაუთი- კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პატივი სცეს ეუთოს წინაშე...

ამაღლობელის მხედველობის დაკარგვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას მოითხოვს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მზია ამაღლობელის მხედველობის დაკარვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირებას...

ზელენსკი დღეს ლონდონში ევროპის ლიდერებს შეხვდება

ვოლოდიმიერ ზელენსკი დაუნინგ სტრიტზე უკრაინის შესახებ მაღალი დონის მოლაპარაკებებზე ჩავა - უკრაიანის პრეზიდენტი დღეს...