მთავარისიახლეებიმსოფლიოშეერთებულ შტატებში რუსეთის დიპლომატიურ ობიექტებში FBR -ის თანამშრომლები შევიდნენ

შეერთებულ შტატებში რუსეთის დიპლომატიურ ობიექტებში FBR -ის თანამშრომლები შევიდნენ

Published on

 შეერთებულ შტატებში რუსეთის დიპლომატიური ობიექტები ამერიკული მხარის კონტროლქვეშ გადადის. 
 
 სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით,  უკვე განხორციელდა ვაშიგტონში რუსეთის სავაჭრო მისიის  შენობის გადაბარება, რასაც   წინ უძღოდა შენობის ინსპექცია ფბრ-ს თანამსრომლების მიერ.   ინსპექტირების შემდეგ უწყების წინ ამერიკის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა დაიკავეს ადგილი. 
 
რუსეთის ხელისუფლება ამ აქტით უკმაყოფილოა – დღეს დილით, რუსეთის საგარეო უწყებაში აშშ-ის საელჩოს მრჩეველი-დესპანი ენტონი გოდფრი დაიბარეს და მას საპროტესტო ნოტა გადასცეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, დიპლომატიურ უწყებების შენობებში სპეცსამსახურების შესვლა და ჩხრეკის ჩატარება  უკანონოა და პროვოკაციულიდა ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს, კერძოდ ვენის კონვენციას, რომლის თანახმად დიპსაკუთრება ხელშეუხებელია . 
 
ვაშიმგტონი კი აცხადებს, რომ ინსპექცია კანონის სრული დაცვით, რუსი დიპლომატების თნადასწრებით ჩატარდა, რის გამოც რუსეთის პროტესტი უსაფუძვლოა.  
 
შეგახსენებთ, ვაშინგტონმა რუსეთს მოსთხოვა  2 სექტემბრამდე დაეხურა გენერალური საკონსულო სან-ფრანცისკოში და რუსეთის სავაჭრო მისიის 2 წარმომადგენლობა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში, რისთვისაც ორდღიანი ვადა მისცა, ხოლო დღეს,  ვადის გასვლის შემდეგ, ადგილობრივი დროით 14 .00 სთ-ზე ამ ობიექტების კონტროლზე აყვანას შეუდგა.  
 
 
 
.
 
.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...