მთავარისიახლეებისაქართველოს მთავრობის ქმედება დანაშაულია- უკრაინელი ადვოკატი

საქართველოს მთავრობის ქმედება დანაშაულია- უკრაინელი ადვოკატი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედება დანაშაულია და ამას ვერც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში ვერ შეხვდებით.

მისი განცხადებით, მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას ევროპულ სასამართლოს მიაწვდიან, ასევე, უახლოეს მომავალში უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებებსაც უნდა ველოდოთ.

“შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის ქმედებით, ეს დანაშაულია. ექსპერტების მტკიცებით, ეს წამება და ცინიკური დამოკიდებულებაა, მითუმეტეს საქართველოს მთავრობა ამ ქმედებებს წინასაახალწლოდაც აგრძელებს. ამას ვერც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში ვერ შეხვდებით.

უკრაინელმა ადვოკატებმა ადგილობრივ პოლიტიკოსებთან შეხვედრები გავმართეთ, სადაც დაგვიდასტურეს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება, ვფიქრობ, რომ ამას მკაცრი შეფასებები მოჰყვება, რადგან საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება ადამიანების მიმართ იცვლება და ის ავტორიტარული რეჟიმის ქმედებებს ემსგავსება. პოლიტიკური დევნა მიანიშნებს, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს ებრძვის”, – თქვა ევგენი გრუშოვეცმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გუშინ გვიან ღამით მოულოდნელად გადაიყვანეს. ეტაპირებაზე ინფორმაცია მის ადვოკატებს არ ჰქონდათ. ცოტა ხნის წინ მათ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთეს.

სიახლეები

16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა-სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...

თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ, ინტერპოლის მწვანე ცირკულარით ძებნილი "კანონიერი ქურდი" დააკავა. ამის...

ამოღებულია კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”-ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე...

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დღეს გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს დღეს, 12 მაისს გამოაცხადებს, ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა...