მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით სააკაშვილის დაკავებით დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოლიტიკური აქტი იყო...

დავით სააკაშვილის დაკავებით დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოლიტიკური აქტი იყო – აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი

Published on

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაზა ბიბილაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ძმის დავით სააკაშვილის დაკავებით უკრაინის პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოლიტიკური აქტი იყო.
 
„დღეს უკვე მიდის ე.წ. კუდიანებზე ნადირობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ძმას აკავებენ სრულიად ხელოვნური და შეთითხნილი ბრალდებით, უუქმებენ საცხოვრებელ უფლებას უკრაინაში და ამზადებენ საქართველოში გამოსაგზავნად. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის დევნა უკრაინაშიც პოლიტიკურია, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ, რომელმაც პარალელურად გენერალი თემურ ჯანაშია დაიბარა სუს-ში, ასევე დაადასტურა, რომ ის ამ შემთხვევაში თანამშრომლობს უკრაინის ოლიგარქიულ რეჟიმთან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.
 
„ნაციონალური მოძრაობის“  ლიდერი დარწმუნებულია, რომ სდსს-ს ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას ე.წ. მოდულის შენობაში დაბარება 10 სექტემბრის გეგმებთანაა დაკავშირებული, როდესაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.
 
 

სიახლეები

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...