მთავარისიახლეებიუკრაინა,,ნუ ნერვიულობთ ასე ძალიან, ეს მაინც ვერაფერს გიშველით'' - პოროშენკოს...

,,ნუ ნერვიულობთ ასე ძალიან, ეს მაინც ვერაფერს გიშველით” – პოროშენკოს შიშები და მიხეილ სააკაშვილის სიმშვიდე

Published on

საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება  პეტრო პოროშენკოს განმარტებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჩამოართვა მას უკრაინის მოქალაქეობა.
 
,,პოროშენკოს აშკარად არ სურს პასუხი გასცეს კითხვებს ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით,  მაგრამ იძულებულია. –  წერს მიხეილ სააკაშვილი – და აი, როგორც იქნა, 37 დღის შემდეგ გავიგონეთ პასუხი  და ეს პასუხი ლაჩრულია – იგი პროცედურის მიღმა იმალება. ეს ჩემი გადაწყვეტილება არ არის, ამას კანონი მოითხოვსო. პრეზიდენტი ცრუობს. ეს კანონის მოთხოვნა არ არის – ეს კანონის დარღვევაა და ამას სასამართლოში დავამტკიცებთ.  პოროშენკო  ის ვერ დამალავს, რომ  ეს მისი პირადი ინიციატივაა , ნაკარნახევი შიშითა და სურვილით, ჩამოიცილოს ,,უხერხული'' სააკაშვილი მისი უკრაინიდან გაძევებით. არ გამოუვა. მან უკვე წაააგო. როგორც პოლიტიკოსმა და როგორც ადამიანმა. ნიშანდობლივია, რომ მან იცრუა იმ დღეს, როცა ხსნიდა ჩემი გუნდის მიერ შექმნილ ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრს ხარკოვში. '' 
 
მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი გამოხმაურება:
,,პეტრო პოროშენკო სააკაშვილს ელოდება. ემზადება.-  აი, კიდევ ერთი განკარგულება გამოაცხო. გაახსენდა, რომ არალეგალურ მიგრანტებს უნდა ებრძოლოს.
ნუ ნერვიულობთ ასე ძალიან, პეტრო ალექსეევიჩ, ეს მაინც ვერაფერს გიშველით.
შესაძლებელი რომ იყოს, პოროშენკო, როგორც სსრ კავშირის დროს ხდებოდა, აამოქმედებდა გეგმას – ,,საზღვარი ურდულზე'', შემოავლებდა უკრაინას ეკლიან მავთულხლართებს, საკონტროლო-კვალდამფიქსირებელ  ზოლებს, დაგეშავდა   მესაზღვრეთა რაზმებს ძაღლებითურთ და   საჰაერო სივრცესაც გადაკეტავდა. 
რით შეაშინა სააკაშვილმა იგი ასე ძალიან? ''
 

 

 

 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...