მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი  რუსთავში გადაიყვანეს !

მიხეილ სააკაშვილი  რუსთავში გადაიყვანეს !

Published on

მიხეილ სააკაშვილი  რუსთავში გადაიყვანეს !
ამ დროისათვის პრეზიდენტი უკვე შეყვანილია რუსთავის ციხეში. მისი მდგომარეობა უცნობია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ჩალაძის ინფორმაციით, მანქანების ესკორტი, რომლითაც, სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაიყვანეს, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა.

“რუსთავის ციხეში მივიდა გორიდან ესკორტი”. – წერს ჩალაძე და რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან კადრებს ავრცელებს.

 ადგილზე მისულია  ადვოკატი ნიკა გვარამიაც და მიხეილ სააკაშვილთან შესვლას ითხოვს: ,,მინდა გავიგო. ხომ არ მიუყენებიათ  მისთვის დაზიანებები , როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.”
აქ  შეკრებილი არიან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები, მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება

რუსთავის ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, წყლის ჭავლის მანქანაა შეყანილი. შესასვლელში ბარიკადებია დამონტაჟებული. 

 სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

არადა მდგომარეობა საგანგაშოა. როგორც დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და თანაპარტიელები ამბობდნენ, მისი მდგომარეობა მძიმეა

რამდენიმე საათის წინ მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა. გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ საბა ბრაჭველმა თქვა, რომ 27 დეკემბერს სააკაშვილის ახალ დიაგნოზი დაუსვეს. მან დიაგნოზი არ გაახმაურა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატს სურს, რომ მისი კონსილიუმის წევრებმაც შეაფასონ პაციენტის მდგომარეობა და დადონ დასკვნა პაციენტის საჭიროებების შესახებ.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...