მთავარისიახლეებიპარლამენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს I მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს I მოსმენით მხარი დაუჭირა

Published on

პარლამენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს მხარი 82 დეპუტატმა დაუჭირა, 13-მა წევრმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მეორე და მესამე მოსმენით ხვალ, 30 დეკემბერს განახლდება.

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს – პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია.

ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა: რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. პროექტი ბიუროს 28 დეკემბერს წარედგინება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 7 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების შესწავლა დაასრულა და მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს.

ინსპექტორის აპარატმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი საკვებ დანამატს იღებს, ყოფილი პრეზიდენტის ღირსების შელახვად მიიჩნია.

სიახლეები

საია 2024 წლის აქციებზე დაზარალებულთა სახელით სამართალწარმოებას იწყებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იწყებს სამართალწარმოებას იმ მოქალაქეების სახელით, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის...

დავაკავეთ პირი, რომელმაც 5 ავტომანქანა ზედიზედ გაძარცვა – შსს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის...

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 7 პირიდან ერთი პოლიციელს მანქანით განგებ დაეჯახა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით...

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...