მთავარისიახლეებიპოლიტიკარაულ ხაჯიმბას პრესკონფერენცია პუტინთან შეხვედრის შედეგების შესახებ

რაულ ხაჯიმბას პრესკონფერენცია პუტინთან შეხვედრის შედეგების შესახებ

Published on

დღეს სოხუმში  რაულ ხაჯიმბა ატარებს პრესკონფერენციას  აფხაზური მედიისათვის ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ.

როგორც ცნობილია, გუშინ  სოჭში შედგა შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერს რაულ ხაჯიმბას შორის. შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მხარეებს შორის  თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ  გასული წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზაციის საკითხები, კერძოდ, უახლოესი გეგმები თავდაცვის ერთობლივი უზრუნველყოფის, ინვესტიციებისა და რუსეთის მხრიდან ფინანსური დახმარების სფეროში. აფხაზური მედიის ცნობით, ამ დროისათვის აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელმოწერილია 80 – ზე მეტი ხელშეკრულება და შეთანხმება, რომელიც პრაქტიკულად  ეხება თანამშრომლობის ყველა სფეროს. უახლოეს ხანებში ხელი მოეწერება კიდევ 30 ასეთ დოკუმენტს.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...