მთავარისიახლეებიპოლიტიკაელენე ხოშტარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, ვეტო დაადოს ქართული ოცნების საკანონმდებლო ინიციატივებს

ელენე ხოშტარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, ვეტო დაადოს ქართული ოცნების საკანონმდებლო ინიციატივებს

Published on

ელენე ხოშტარია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, ვეტო დაადოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონს, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას.

“მინდა უკიდურესი პროტესტით გამოვეხმაურო ქართული ოცნების შემაშფოთებელ ინიციატივებს. ქართულმა ოცნებამ ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე და მათი გადმოსახედიდან მშვიდ პერიოდში, სამი ძალიან საგანგაშო პროცესი წამოიწყო.

პირველი – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მეორე – საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებები, მესამე – ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი. სამივე საკანონმდებლო ინიციატივა არის ძალიან ღია დემონსტრაციული თავდასხმა ინსტიტუტებზე – სახელმწიფოს მიტაცების ძალიან თავხედური აქტი”. – თქვა ელენე ხოშტარიამ. 

მისი შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დიდი საერთაშორისო ძალისხმევით შეიქმნა. 

“ქართულ ოცნება ფიქრობდა, რომ მსგავსი ინსტიტუტის შექმნა უბრალოდ ფორმალური ინსტიტუტების იმიტაცია იქნებოდა და ისინი ისევე მონურად დაიმორჩილებდნენ, როგორც იმორჩილებენ სხვა ინსტიტუტებს”. – ამბობს ელენე ხოშტარია. 

რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონს, ელენე ხოშტარიას შეფასებით, ეს არის „რეპრესიები ე.წ. ურჩი მოსამართლეების მიმართ“.

 ხვალ, 30 დეკემბერს ელენე ხოშტარია ამ საკითხებზე სასაუბროდ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

 

 

 

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...