მთავარისიახლეებისაზოგადოებააბასთუმანში სამუშაოების დაჩქარების მიზნით დამატებითი ასეული შეიყვანეს

აბასთუმანში სამუშაოების დაჩქარების მიზნით დამატებითი ასეული შეიყვანეს

Published on

აბასთუმანში, იმ ტერიტორიაზე სადაც ხანძარი იყო, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დამატებითი ასეული სამუშაოების დაჩქარების მიზნით შეიყვანეს. ხანძარი ამ დროისთვის ფაქტობრივად ლიკვიდირებულია, თუმცა ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ათვალიერებს ტერიტორიას, სადაც ცეცხლი იყო გავრცელებული და ადგილზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა. ამის შემდეგ, მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა რაოდენობის ძალა და რა სახის ტექნიკა დარჩება სამუშაოდ აბასთუმანში.წინასწარი მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაახლოებით 200 ჰექტარი ტყის ფართობია დამწვარი.ცეცხლის ჩაქრობის პროცესში გუშინ ჩართული იყო როგორც საქართველოს, ისე სხვადასხვა ქვეყნის ავიაცია, მათ შორის, თურქული, უკრაინული, აზერბაიჯანული თვითმფრინავები. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი და ერთი კი კერძო ვერტმფრენი.ხანძარი აბასთუმანში 29 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.

სიახლეები

რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად კიევსა და კიევის ოლქში 17ადამიანი დაიღუპა

„ამ დროისთვის ცნობილია, რომ რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად კიევსა და კიევის ოლქში 44 ადამიანი...

მივა თუ არა თინა ბოკუჩავა ენმ-ს ყრილობაზე, უცნობია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგით XIII ყრილობამდე რამდენიმე საათი რჩება, თუმცა ამ დრომდე უცნობია, დაესწრება...

1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა – ავტობანზე ავარია მოხდა

ქუთაისის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა -  "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილების გადამზიდი...

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...