მთავარისიახლეებიპოლიტიკალონდა თოლორაიას ნარკოტიკს ხომ არ ჩაუდებდნენ ჯიბეში, ამიტომ საერთოდ გააუქმეს...

ლონდა თოლორაიას ნარკოტიკს ხომ არ ჩაუდებდნენ ჯიბეში, ამიტომ საერთოდ გააუქმეს უწყება

Published on

,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის  უწყება, რომელსაც მმართველი პარტია ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებს. ეს არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც მათ კონტროლს მიღმა იყო და ლონდა თოლორაიას ხომ არ დააპატიმრებდნენ ან ნარკოტიკს ხომ არ ჩაუდებდნენ ჯიბეში? ამიტომ ადგნენ და გააუქმეს ის უწყება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ  არაადამიანურ მოპყრობას იძიებს”. -ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმების საკითხს. 

მელიას თქმით, ,,ახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არის თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ ებრძვიან განსხვავებულ, კრიტიკულ პოზიციას ხელისუფლების ფარგლებშიც კი. მაქსიმუმ 1 თვეში იგეგმებოდა დასკვნის გამოტანა, რომელიც იქნებოდა ძალიან ძლიერი მტკიცებულება არამარტო ჩვენს საერთო სასამართლოებში, არამედ სტრასბურგშიც-  ამიტომ ჩქარობს ხელისუფლება, მას აშინებს,  რომ დაახლოებით 1 თვეში საჯაროდ უნდა გამოედოთ სახელმწიფო ინსპექტორის  დასკვნა,  რაც სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბევრ საკითხს მოფენდა ნათელს “

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....