მთავარისიახლეებიპოლიტიკაქუჩებში  ადამიანები იყინებიან და იღუპებიან, დაუყოვნებლივ მოეწყოს  მათთვის კარვები დროებით თავშესაფრად -ლეიბორისტების ...

ქუჩებში  ადამიანები იყინებიან და იღუპებიან, დაუყოვნებლივ მოეწყოს  მათთვის კარვები დროებით თავშესაფრად -ლეიბორისტების მიმართვა კალაძეს

Published on

“ლეიბორისტული პარტია” უსახლკარო ადამიანებისთვის კარვების გაშლას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით ლაშა ჩხარტიშვილმა დედაქალაქის მერს საჯაროდ მიმართა. სოციალური პოლიტიკის გამო ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. 

სიტუაცია კიდევ უფრო დრამატულია, როცა ქუჩებში  ადამიანები იყინებიან და ამით იღუპებიან. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე უპირველეს ყოვლისა კახი კალაძისა, რომელიც ხარჯავს უდიდეს სახსრებს ხალხის ფულს, იტაცებს, საკუთარ ხელფასებს და თანამშრომლების იორმაგებს და ამ დროს ვერ იმეტებს ვერცერთ თეთრს ქრონიკული დაავადების მქონე უსახლკარო პირებისთვის.

დაუყოვნებლივ მოეწყოს კარვებში  დროებითი თავშესაფარი დაავადებული პირებისთვის, მათ შორის ალკოჰოლიკებისთვის, ნარკომანიით დაავადებული  პირებისთვის  და სხვა მწოლიარე პირებისთვის და ამასთანავე თბილისის ბიუჯეტში ახლა მაინც ჩაიდოს სპეციალიზირებული თავშესაფრის მშენებლობისთვის განკუთვნილი სახსრები” – განაცხადა ჩხარტიშვილმა. 

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....