მთავარისიახლეებისაზოგადოებარატომ ჩაიკეტა უბისის მონასტრის კარი?

რატომ ჩაიკეტა უბისის მონასტრის კარი?

Published on

უბისის წმინდა გიორგი სახელობის  მონასტრის კარი ჩაკეტილია და  წირვა-ლოცვა შეცერებულია.  დგილობრივები დილიდან ეკლესიის ტერიტორიაზე არიან შეკრებილი და  და მეუფე მელქისედეკის მიერ ახალი სასულიერო პირების მონასტერში შეყვანას აპროტესტებენ.

ისინი ამბობენ, რომ 2 ახლადარჩეულ ბერს, რომლებიც მეუფემ დაჩქარებული წესით აკურთხა, “საეჭვო რეპუტაცია” აქვთ. მათი მოთხოვნაა, საპატრიარქოში შეიქმნას ზნეობრივი კომისია, რომელიც “საეჭვო რეპუტაციის” ბერების საქმეებს შეისწავლის. ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ ისინი მღვდელმსახურებს წირვა-ლოცვის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. 

მათი თქმით, “ყველაფერი გადაჩრდილა სოდომურ ცოდვაში მხილებული კანდიდატების ხელდასმამ”

მრევლი სამი კვირაა, მეუფესთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. მეუფე მელქისედეკი მათ ზარებს არ პასუხობს. 

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) ,,მთავართან”ამბობს, რომ მონასტერში მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. მისივე თქმით, ინფორმაცია, რომელიც მრევლს აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება.

 სასულიერო პირი არ გამორიცხავს, რომ ეს პროცესები პოლიტიკურად მართული იყოს, მაგრამ დაზუსტებით ვერ ამბობს, უკავშირდება თუ არა მისი დისკრედიტაციის მცდელობა მის პოლიტიკურ აქტივობას.

“დავიბარე, ვისაც რამე სასაუბრო ჰქონდა. ზესტაფონში ჩავედი, ყველა გაფრთხილებული იყო. ის, რომ მეუფე არ ხვდებათ, ეს არის სიცრუე. ეს ხალხი ვინც იყო, არცერთი არ მოსულა იქ. მე არ მინდა რამე პოლიტიკური ვთქვა, მაგრამ დღევანდელ ცხოვრებაში გამორიცხული არაფერი არ არის”, – ამბობს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მელქისედეკი.

ცნობისთვის, მეუფე მელქირსედეკი ერთ-ერთია იმ სასულიერო პირებს შორის, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების შესახებ პეტიციას მოაწერა ხელი და მიხეილ სააკაშვილი პირადადაც მოინახულა, იგი ამბობს, რომ აუცილებელია საყოველთაო შერიგება მოხდეს. 

 

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დღეს გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს დღეს, 12 მაისს გამოაცხადებს, ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა...

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...