მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკატერინე ტიკარაძის პრეზენტაციაზე ამ დრომდე არ გამოჩენილან "ქართული ოცნების" დეპუტატები

ეკატერინე ტიკარაძის პრეზენტაციაზე ამ დრომდე არ გამოჩენილან “ქართული ოცნების” დეპუტატები

Published on

დღეს ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ბოლო სამუშაო დღე აქვს.

ამ წუთებში გადამდგარი მინისტრი სასტუმრო “ბალტმორში” პრეზენტაციას მართავს და თავისი   საქმიანობის პერიოდს აჯამებს. 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მას ყოველთვის ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ საზოგადოება იქნებოდა გაცილებით უფრო დამნდობი და პარტნიორული.

“ახლა, ალბათ, უკვე მაქვს იმის უფლება, რომ ვთქვა, რომ ჩემი მოლოდინი ყოველთვის რატომღაც უფრო ის იყო, რომ ყველა, საზოგადოება მათ შორის, იქნებოდა გაცილებით უფრო დამნდობი და პარტნიორული, ვიდრე ისეთი, რასაც ჩვენ ვხედავდით, ვინაიდან სამინისტროს თითოეული თანამშრომელი ძალიან ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი და ამას არ აკლებდნენ არც ბატონ პაატას, ბატონ ამირანს, ქალბატონი თამარიც ხშირად იყო მსხვერპლი.

ბატონი თენგიზი არ არის სამინისტროს თანამშრომელი, მაგრამ შეიძლება, ყველაზე მეტი თანამშრომელი ბატონი თენგიზი იყოს, ვინაიდან ამ მთელი პანდემიის პირობებში ის არის იმ დროშის მატარებელი, რასაც პაციენტის დაცვა ჰქვია და არ ერიდებოდნენ არც მის ასაკს, არც მის სტატუსს, არც მის კვალიფიკაციას და იცით, თუ რა გვაქვს გამოვლილი”, — განაცხადა მინისტრმა შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას.

შემაჯამებელ შეხედრაზე ტიკარაძემ ექიმები, კლინიკების ხელმძღვანელები და დაავადებათა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მიიწვია. პრეზენტაციაზე ამ დრომდე არ გამოჩენილან “ქართული ოცნების” დეპუტატები.

სიახლეები

რუსეთში “CY-30” ჩამოვარდა, ეკიპაჟი მოკვდა

რუსეთში ავიაგამანადგურებელი “სუ-30” ჩამოვარდა, ეკიპაჟი მოკვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა “ინტერფაქსი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე...

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....