მთავარისიახლეებიმსოფლიოტეხასის დატბორილ ქალაქ ჰიუსტონში ქიმიური ქარხნის აფეთქების საფრთხე არსებობს

ტეხასის დატბორილ ქალაქ ჰიუსტონში ქიმიური ქარხნის აფეთქების საფრთხე არსებობს

Published on

ტეხასის დატბორილ ქალაქ ჰიუსტონში ქიმიური ქარხნის აფეთქების საფრთხე არსებობს.ქარიშხალ "ჰარვით“ გამოწვეული ძლიერი წვიმის გამო, კომპანია Arkema-ს ქარხანაში ქიმიური ნივთიერებების გაგრილების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ხანძარი გარდაუვალია. ქარხანამ მუშაობა ჯერ კიდევ 25 აგვისტოს შეაჩერა, თუმცა უხვი ნალექის გამო მისი ტერიტორია დაიტბორა, რის შედეგადაც საწარმოს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება. დატბორილია სათადარიგო გენერატორებიც.ქარხანაში არსებული ქიმიური ნივთიერებები მაღალი ტემპერატურის დროს საფრთხეს წარმოადგენს.უსაფრთხოების მიზნით, ჰარისის ოლქში, ქიმიური ქარხნიდან 2,4 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. „ახლა ეს ნივთიერებები შესაძლოა, აფეთქდეს და ძლიერი ხანძარი გამოიწვიოს. ტერიტორიაზე წყლის მაღალი დონე, ასევე ელექტროენერგიის არარსებობა არ გვიტოვებს შანსს, თავიდან ავიცილოთ ეს“, – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა რიჩარდ როუერმა სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში.ამერიკული მედიის ინფორმაციით, ქარიშხალ „ჰარვის“ სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ ტეხასსა და დასავლეთ ლუიზიანაში წვიმა უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...