,,ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული და შეიძლება თავად მან არაფერი იცოდა აქამდე. „ქართული ოცნების” მართვის სტილი ისეთია, რომ გადაწყვეტილებები მიიღება სხვაგან და არა იქ, სადაც კონკრეტული ადამიანი თანამდებობას იკავებს.”- ასე შეაფასა „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ კახა კუჭავას გადადგომა .
როგორც მან აღნიშნა, ასეთი საკადრო ცვლილებები „ქართული ოცნებისთვის” დამახასიათებელი სტილია. შემდგომ კვირაში არის საგანგებო სესია და შესაძლოა ამ სესიაზე სურთ, დაამტკიცონ ახალი სპიკერი .
კუჭავას შეცვლით შეცვლით არაფერი შეიცვლება როგორც პარლამენტში, ისე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში,რადგან გადაწყვეტილებების მიღების პროცესი „ქართული ოცნებაში” იგივე რჩება”
კომუნიკაციისთვის, რა თქმა უნდა, ბატონი კახა არის ძალიან კარგი პიროვნება, მასთან კომუნიკაცია არის ძალიან ადვილი, თუმცა, გადაწყვეტილებები ყოველთვის მიიღება სხვაგან. – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.