მთავარისიახლეებიაბაშის საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარე გადადგა

აბაშის საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარე გადადგა

Published on

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან მაკალათიამ თანამდებობა დატოვა. მაკალათია ამბობს, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო და დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

ქართული ოცნების წევრი ლევან მაკალათია თავმჯდომარედ 3 დეკემბერს აირჩიეს და ამ თანამდებობაზე სამი კვირა იმუშავა.

“მიზეზი არაფერი, ამოვწურე უბრალოდ თავი, აბაშაში მუშაობა. მივიღეთ 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, 2022 წლის ახალი ბიუჯეტი, დავამტკიცეთ კომისიები და დავტოვე აღნიშნული თანამდებობა. სანამ საკრებულოს თავმჯდომარე გავხდებოდი, ვიყავი აბაშის მერი. შემდეგ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომ იყო რთული არჩევნები, “დავალაგეთ” საკრებულო, ავირჩიეთ კომისიები, მივიღეთ ბიუჯეტი და წამოვედი თანამდებობიდან”, – ამბობს მაკალათია.

როგორც მან განმარტა, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მის მოვალეობებს პირველი მოადგილე შეასრულეს.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...