მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელიას განმარტება მათთვის, ,,ვინც კიდევ ვერ გაიგო შიმშილობის მიზანი და არსი''

ნიკა მელიას განმარტება მათთვის, ,,ვინც კიდევ ვერ გაიგო შიმშილობის მიზანი და არსი”

Published on

,,არავის მოწყალებაზე არაა მიმართული შიმშილობა, არავის აქვს მოლოდინი, რომ “ბიძინას შევეცოდებით” – შიმშილობის მიზანი ზოგადადაც და ახლაც არის – გამოაფხიზლოს საერთაშორისო თანამეგობრობაც და ინდეფერენტული ძილიდან გამოიყვანოს ჩვენი საზოგადოებაც’- .ნიკა მელიას განმარტება მათთვის, ვინც კიდევ ვერ გაიგო შიმშილობის მიზანი და არსი

,,1. სააკაშვილი დღეს პოლიტპატიმარია, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არ მოგწონთ მისი პოლიტიკური საქმიანობა;

2. თუ რეჟიმი ბედავს პოლიტიკური ნიშნით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვეობაში აყვანას გაბედავს ყველაფერს, დაიჭერს სხვა პარტიების ლიდერებს, მედიის მფლობელებს, ნებისმიერ ოპონენტს;

3. რომ ვიცოდეთ, რომ სასამართლო მაინც არსებობს ქვეყანაში, მართლმსაჯულების სიტყვას დაველოდებოდით -, ამ ქვეყანაში ვინმეს ობიექტური პროცესის მოლოდინი რომ ჰქონდეს, რადიკალურ პროტესტს არავინ მიმართავდა;

4. მურუსიძის სასამართლო რეჟიმის მათრახია და არა სასამართლო;

5. პროტესტი არაძალადობრივი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში 90 წლების კატასტროფას დავუბრუნდებით;

6. არავის მოწყალებაზე არაა მიმართული შიმშილობა, არავის აქვს მოლოდინი, რომ “ბიძინას შევეცოდებით” – შიმშილობის მიზანი ზოგადადაც და ახლაც არის – გამოაფხიზლოს საერთაშორისო თანამეგობრობაც და ინდეფერენტული ძილიდან გამოიყვანოს ჩვენი საზოგადოებაც. რა თქმა უნდა შიმშილობა საბოლოო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არაა საკმარისი. ეს მხოლოდ თვალსაჩინო უსამართლობის შესაწყვეტად გამოიყენება!

7. განა სხვა გზები არ არსებობს? კი არსებობს და არავისთვის აგვიკრძალია სხვა გზები გამოიყენოს – ყველამ თავის ბრძოლის გზა აირჩიოს, მხოლოდ მხარს დავუჭერ;

8. მხარს ვერ დავუჭერ საახალწლო “სტრატეგიულ არაფრისკეთებას” და მენტორულ დაწუნებას ჩვენი პროტესტისა – პერსონალურ პროტესტს და ბრძოლას ყოველთვის აქვს დიდი მორალური ძალა!

9. არჩევნებს უარვყოფთ? არა – პირიქით მივდივართ იქეთ, რომ არჩევანის უფლება დავიბრუნოთ;

10. შიმშილობით რატომ ისუსტებთ თავს? იმიტომ, რომ ქვეყანაში საპროტესტო ხმა გაძლიერდეს;

11. ზოგიერთს ოპოზიციაში ყოფნა ესმის მხოლოდ, როგორც კოლეგა ოპოზიციონერების კრიტიკა და მუმდივად ექსპერტული პიედესტალიდან მოგვმართავს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკის ექსპერტები და კომენტატორები, რომლებიც გარედან უყურებენ პროცესებს – ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით და ვმოქმედებთ.” – აცხადებს ნიკა მელია.

სიახლეები

თევზი 20%-ით, ხორცი 10%-ით, პური 7%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.3%-ით გაიზარდა,...

საუბარი იყო იმაზე, რომ ეფექტურია ეს მედიკამენტები-დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები კობახიძეს შეხვდნენ

"დეტალურად გადავეცით ჩვენ ინფორმაცია მედიკამენტებთან მიმართებაში, მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, იმასთან დაკავშირებით... ჩვენ პოზიტიურად ვართ...

საჯარო სკოლების II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს მიმდინარე წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ

საჯარო სკოლების II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს მიმდინარე წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ - განაცხადა...

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა - ინფორმაციას უკრაინული მედია რკინიგზის განცხადებაზე დაყრდნობით...